ENG | GEO | RUS  
 
საწყისიჩამოტვირთვაპროდუქციაკომპანიის შესახებ
 

კომპანიის შესახებ

კომპანია დაფუძნდა 2004 წელს კომპიუტერულ სპეციალისტთა მიერ. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს პროფესიონალური მომსახურება ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში. ვებმიქსის მიერ წარმატებით შესრულებულია არაერთი პროექტი, ძირითადად ქართული ორგანიზაციებისთვის. ვებმიქსი სისტემატიურად აფართოებს საქმიანობის არსებულ სფეროებს და ნერგავს ახალ მიმართულებებს. ამჟამად ჩვენ უკვე გვაქვს შექმნილი გარკვეული რაოდენობის პროგრამები და ზოგიერთ მათგანს გთავაზობთ უსასყიდლოდ.

კლიენტის მოთხოვნებთან პროფესიონალური მიდგომა, ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ვებმიქსი სისტემატიურად ზრდის თანამშრომელთა პროფესიულ დონეს, მათ გამოცდილებას. ეს გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში, და შევთავაზოთ დამკვეთს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და რენტაბელური გადაწყვეტილებები, საკმაოდ მცირე დროში.

შტატი

Staff    ჩვენთან მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები, მაღალი ანაზღაურებით, ვუქმნით კარგ სამუშაო პირობებს და ვაძლევთ შესაძლებლობას აიმაღლონ თავიანთი პროფესიული დონე. ახალი თანამშრომლის სამსახურში მიღებამდე, გულდასმით ვამოწმებთ მისი მომზადების დონეს. თუ თქვენ ხართ კარგი პროფესიონალი პროგრამისტი, მენეჯერი ან პროგრამის დამპროექტებელი, შეგიძლიათ მოგვმართოთ თანამშრომლობისათვის.

მენეჯმენტი

Management    პროექტების მართვა, წარმოებს მიღებული, ფართოდ გავრცელებული მეთოდებით. ჩვენ ვქმნით სამუშაო სიას, ვადგენთ დროს, მასალებს და ადამიანურ რესურსებს, ვქმნით სამუშაო ჯგუფებს, ამის შემდეგ მიმდინარეობს პროექტის შესრულების კონტროლი. ჩვენი ოფშორული მენეჯერები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურ ენაზე, რაც ჩვენს დამკვეთებთან წარმატებული ურთიერთობის საწინდარია.

პროგრამირება

Programming    ნებისმიერი C++, VB, JAVA, Delphi თუ სხვა პროგრამული კოდი სრულად შეესაბამება ობიექტზე ორიენტირებული ტექნოლოგიას. ჩვენ ფართოდ ვიყენებთ CASE ინსტრუმენტებს, როგორიცაა Rational Rose და PowerDesigner პროექტის მოდელის შესაქმნელად, მის პრაქტიკულ რეალიზაციამდე. ის გვეხმარება გავაუმჯობესოთ პროექტის საწყისი კოდი და დავზოგოთ დრო, ობიექტის და მონაცემთა მოდელის შექმნაზე. მეთოდები და კლასები, რომლებიც შესაძლოა იყოს საიმედო და კარგად სტრუქტურირებული. შეცდომების დამუშავება მიმდინარეობს ოოპ რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ გვყავს სპეციალიზირებული QA/QC ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შესაბამისობას ISO სტანდარტთან. პროგრამული კოდი მაქსიმალურად კომენტირებულია.



Copyright © 2004-2007, WebMix Design L.L.C. All rights reserved.